
ძალიან საინტერესოა ის, რომ არ არის ურთიერთპატივისცემა დაფიქსირებული ამ ტექსტში, რაც დიპლომატიურ ტექსტს ყოველთვის მოჰყვება - ურთიერთპატივისცემას აფიქსირებს ორივე მხარე, - ასე გამოეხმაურა „კოალიცია ცვლილებისთვის“ წევრი გიორგი ბუტიკაშვილი „პალიტრანიუსის“ გადაცემა „რეზიუმეში“ აშშ-ის საელჩოს განცხადებას, ელჩის რობინ დანიგანისა და საგარეო საქმეთა მინისტრ მაკა ბოჭორიშვილის შეხვედრის შესახებ.
ბუტიკაშვილის თქმით, ის მოთხოვნები, რომელიც დანიგანმა მაკა ბოჭორიშვილს გააცნო, „ქართული ოცნებისთვის“ მარტივი გასაკეთებელი არ იქნება.
„რა ტონითაც არის დაწერილი ეს ტექსტი, არის საკმაოდ მკაცრი, არადიპლომატიურად, პირდაპირ არის მოთხოვნები წაყენებული და ცხადია, ეს მოთხოვნები არ იქნება „ქართული ოცნებისთვის“ მარტივი გასაკეთებელი, ვინაიდან ჩვენ მანამდე პერიოდში რასაც ვხედავდით კონგრესმენების განცხადებებს, წითელი ხაზები არის ჩინეთთან სტრატეგიული პარტნიორობა, რაც აქვს „ქართულ ოცნებას“ გაფორმებული. იგივე არის ირანთან ურთიერთობები. ბოლო პერიოდში რამდენჯერმე დაწერეს კონგრესმენებმა, მათ შორის, უილსონმაც, ირანული კავშირები - ბიზნესი, როგორ იზრდება საქართველოს ურთიერთობა ირანთან, ასევე ჩინეთთან და ანაკლიის პორტი, რომელიც ასევე არის ტრამპის ადმინისტრაციის წითელი ხაზები, შესაბამისად, საელჩოს განცხადებაც თითქოს ამას ამბობს, ანუ სხვა პირობა, ამერიკის სტრატეგიული კუთხიდან რომ შევაფასოთ, სხვა არაფერი იქნებოდა გარდა ამ ურთიერთობებისა.
ასევე, ძალიან საინტერესოა ის, რომ არ არის ურთიერთპატივისცემა დაფიქსირებული ამ ტექსტში, რაც დიპლომატიურ ტექსტს ყოველთვის მოჰყვება - ურთიერთპატივისცემას აფიქსირებს ორივე მხარე. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ტექსტი ძალიან განსხვავდება იმისგან, რაც რეალურად დაწერა ამერიკის საელჩომ.
ძალიან საინტერესო იყო ასევე ელჩის მკაცრი სახე, დისტანცია, როგორ იდგა მაკა ბოჭორიშვილთან. გაჩნდა კითხვები, რადგან მან მოიხსენია, როგორც საგარეო საქმეთა მინისტრი, თუმცა, მოლაპარაკებაზე როდესაც მიდიხარ და ეს ჰგავდა მოლაპარაკებით შეხვედრას, იქ მსგავსი სახელდებები მიღებული და მისაღებია“, - აღნიშნა ბუტიკაშვილმა.
ასევე წაიკითხეთ:
აშშ-ის საელჩო: ელჩმა მინისტრს გააცნო ტრამპისა და რუბიოს პრიორიტეტები, ის ნაბიჯები, რომლებიც საქართველოს შეუძლია გადადგას, რათა აჩვენოს ურთიერთობის გაუმჯობესებისადმი სერიოზული დამოკიდებულება
საგარეო საქმეთა მინისტრი, მაკა ბოჭორიშვილი საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს, რობინ დანიგანს შეხვდა.
0
0