05/11/2024
17:16
პოლიტიკა
სხვადასხვა დროს კომპანია "სმარტმატიკის" აპარატებით არჩევნები ჩატარდა არერთ ევროპულ ქვეყანაში, ამავე აპარტით ჩატარდა არჩევნები არგენტინაში, ფილიპინებში, ვენესუელაში - გამოდის, რომ არსად არ ყოფილა ხმის ფარულობა დაცული, ვერავინ აღმოაჩინა ეს ხარვეზი და მხოლოდ საქართველოში, კენჭისყრიდან 2 კვირის შემდეგ აღმოაჩინეს, რომ ხმის მიცემის ფარულობა არ არის დაცული - ამის შესახებ ქართული ოცნების დეპუტატმა კახა კახიშვილმა განაცხადა
,,დღეს ბევრს საუბრობენ ამომრჩევლის ხმის ფარულობის დარღვევაზე, ეს კი ხდება იმ ფონზე, როცა საქართველოში არჩევნები ჩატარდა ამერიკული კომპანია "სმარტმატიკის" აპარატებით, რომელსაც ამ მიმართულებით მუშაობის 24 წლიანი გამოცდილება აქვს. ამავდროულად აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ როგორც ამერიკის შეერთებული შტატების საელჩო, ისე სამოქალაქო საზოგადოება და თავად პოლიტიკური პარტიები აცხადებდნენ, რომ ეს არის ყველაზე სანდრო აპარატი და ამ მოწყობილობით რაიმე ტიპის მანიპულაციები გამორიცხულიაო.
აქვე ინფორმაციისთვის, სხვადასხვა დროს კომპანია "სმარტმატიკის" აპარატებით არჩევნები ჩატარდა არერთ ევროპულ ქვეყანაში, მათ შორის ბელგიაში, ასევე 2020 წლის ლონდონის მერისა და თვითმმართველობის არჩევნები სწორედ ამ აპარატით არის ჩატარებული, რომელშიც მონაწილეობა მიიღო და დამუშავდა 10,6 მილიონი ბიულეტენი. ამავე აპარტით ჩატარდა არჩევნები არგენტინაში, ფილიპინებში, ვენესუელაში - გამოდის, რომ არსად არ ყოფილა ხმის ფარულობა დაცული, ვერავინ აღმოაჩინა ეს ხარვეზი და მხოლოდ საქართველოში, კენჭისყრიდან 2 კვირის შემდეგ აღმოაჩინეს, რომ ხმის მიცემის ფარულობა არ არის დაცული?! რა ლოგიკით იხელმძღვანელა თეთრიწყაროს რაიონული სასამართლოს მოსამართლემ?! შესაბამისად ისმის კითხვა მანამდე რას აკეთებდნენ ოპოზიციური პარტიები და არასამთავრობო ორგანიზაციები? იმედია მათი ლოგიკით არ გადახედავენ ზემოთ ჩამოთვლილი ქვეყნების არჩევნების ლეგიტიმურობას და ასევე ლონდონის მერის თანამდებობა არ გახდება ვაკანტური?! ისე ძალიან საინტერესო იქნება თავად "სმატმატიკის" პასუხი ამ საკითხთან დაკავშირებით და შეიტანს, თუ არა სარჩელს რეპუტაციული ზიანისთვის?!
ყველას კარგად გვახსოვს ის ფაქტიც თავად როგორ ატარებდნენ აგიტაციას მოსახლეობაში, რომ ეს ის აპარატია, რომელიც უზრუნველყოფს ხმის მიცემის ფარულობას და შეუძლებელია პირის იდენტიფიცირება და ვინაობის დადგენაო. კიდევ ერთი მნიშვნელოვანი დეტალი კენჭისყრის დღეს, ოპოზიციური პარტიების მხრიდან არცერთი საჩივარი არ დაწერილა ხმის მიცემის ფარულობის დარღვევაზე და რაოდენ უცნაურიც არ უნდა იყოს ხმის მიცემის ფარულობის დარღვევა მას შემდეგ გაახსენდათ, როცა მათი დაანონსებული გამარჯვების შემდგომ რეალობა დაუდგათ და მარცხი იწვნიეს და აქედან 2 კვირის შემდეგ თურმე აღმოაჩინეს, რომ ხმის მიცემის ფარულობა დარღვეულა.
ასევე ხაზგასასმელია ის გარემოება, რომ საქართველოში ჩამოტანისთანავე, აღნიშნული აპარატი შეისწავლეს ცესკოში, პოლიტიკურ პარტიების წარმომადგენლებს ჰქონდათ შესაძლებლობა არჩევნებამდე კარგა ხნით ადრე შეესწავლათ ხმის მიცემის პროცედურები, მათ შორის ბიულეტენის აპარატში მოთავსების პროცედურაც, რის შემდგომაც დაადგინეს, რომ ყველაზე სანდო აპარატია და რაიმე სახის მანიპულაცია გამორიცხულია" - ამბობს კახიშვილი
0
0