
ფსიქოლოგ ზურაბ მხეიძის თქმით, საინფორმაციო სივრცე გამზადებულია ფორმულებით, თუ როგორ გაანადგურონ ადამიანი - ამის შესახებ ზურაბ მხეიძემ spacesnews- ის გადაცემა - ,, სივრცეში ეკა ვეფხვაძესთან'', განაცხადა.
ფსიქოლოგმა უპასუხა შეკითხვას - თუ როგორ შეიძლება დაიცვას თავი ადამინმა, სოციალურ მედიაში გავრცელებული სიძულვილის ენისგან.
,,აგრესია არის ადამიანისთვის დამახასიათებელი თვისება, ადამიანი აგრესიული იბადება და მერე სწავლობს, რომ აგრესია არის ცუდი. რა მოდელია მასმედიიდან- გინება, ლანძღვა, დარღვეულია ორიენტირი, მე ვინ მინდა გამოვიდე, როგორი ტიპი მინდა გამოვიდე. ნახე, ის მაგრად იგინება, ილანძღება და აგრესიაულია და ის ტელევიზორშია, პოპულარულია და ნახვების რაოდენობა ბევრი აქვს. ანუ, მე რა უნდა ვქნა? უნდა ვიგინო, ვილანძღო და მეც იგივე მექნება. ადამიანი თვლის, რომ უფრო მაგარია, თუ მისი ენა ამ რაღაცებისგან შედგება. მოვხსენით მიმართულება, ვის უნდა დაემსგავსო, ამიტომ მივიღეთ იმ კულტურაში აგრესია. დასვით ჯგუფი და უთხარით, რა უნდა უთხრათ ადამიანს რომ გააღიზიანო, გააბრაზო და გამოიყვანო წყობიდან და ჩამოწერონ. თუ არ ეტყვით, რომ გაჩერდნენ, ძალიან ბევრს დაწერენ. შემდეგ უთხარით, რა უნდა უთხრათ ადამიანს, რომ ასიამოვნოთ- ორი წინადადების იქეთ ვეღარ ფიქრობს ადამიანი. იმიტომ რომ, საინფორმაციო სივრცე გამზადებულია ფორმულებით, როგორ გაანადგურონ კომუნიკაციაში ტიპი. მაგრამ აღარ არის ფორმა, როგორ უნდა გაახარონ. ამ დროს, როგორ მოგიშალოთ ნერვები, მაქვს 7 მილიონი ფორმულირება და რაიმე კარგი რომ გითხრათ, ორი რამ ყოფილა,- ,,როგორ გამოიყურები და როგორ გამხდარხარ''. სივრცე არის აგრესიული და ფორმულები- ,,როგორ გითხრა ცუდი'' გამზადებული მესმის ყოველდღე",- განაცხადა ზურაბ მხეიძემ.
მისი თქმით, ადამიანში ნეგატიურ ემოციას შეუძლია გამოიწვიოს ბიოქიმიური ცვლილება.
,,თუ თქვენ ნეგატიური ემოცია მიიღეთ ეს ხომ ბიოქიმიური ცვლილებაა თქვენთან, სტრესში ადამიანს გამოეყოფა ჭარბი რაოდენობით კორტეზოლი, მე რომ ცუდი გითხარი, მხოლოდ კი არ გითხარი, შენი ბიოქიმია შეიცვალა",- განაცხადა ზურაბ მხეიძემ.
0
0