21/01/2025
13:04
ტაბლოიდი
20 იანვარს, ვაშინგტონში 47- ე პრეზიდენტის დონალდ ტრამპის მიერ ფიცის დადების შემდეგ გაიმართა ე.წ. თავისუფლების ბალი, რომელიც ინაუგურაციის შემადგენელი ნაწილია. როგორც ამერიკული მედია წერს ახალ პრეზიდენტს ამჯერად საცეკვაო ფეხსაცმლის მორგება მოუწია. ღონისძიებაზე კვლავინდებურად თვალისმომჭრელი იყო პირველი ლედი მელანია, რომელიც ამჯერად შავ-თეთრ საღამოს კაბაში იყო გამოწყობილი. ასევე ბრწყინავდა "ოდრის კაბაში" გამოწყობილი პრეზიდენტის ქალიშვილი ივანკა ტრამპი. ელეგანტურად და ტრადიციული უბრალოებით გამოიყურებოდა ვიცე-პრეზიდენტ ჯეი დი ვენსის მეუღლე უშა. აღსანიშნავია, რომ ბალს არ დაესწრო ტრამპის უმცროსი ვაჟი ბარონი.
მეჯლისი:
0
0