
თეთრ სახლში განაცხადეს, რომ საიდუმლო დოკუმენტების კიდევ ერთი ნაწილი დელავერის შტატ ქალაქ ვილმინგტონში მდებარე ჯო ბაიდენის სახლში აღმოაჩინეს.
თეთრ სახლში აღნიშნეს, რომ დოკუმენტები განთავსებული იყო ბაიდენის სახლის ავტოფარეხის სათავსოსა და მიმდებარე ოთახში.
ჟურნალისტის კითხვაზე, რას ფიქრობდა ჯო ბაიდენი ავტოფარეხში, „კორვეტის“ გვერდით საიდუმლო დოკუმენტების შენახვისას, აშშ-ის პრეზიდენტმა უპასუხა:
“ჩემი „კორვეტი“ ჩაკეტილ ავტოფარეხშია. ასე რომ, ისე არ არის, რომ ეს [მასალები] ქუჩაში იყო”.
დოკუმენტები 2009-2017 წლების პერიოდს ეხება, როდესაც ჯო ბაიდენი ვიცე-პრეზიდენტი იყო. აღმოჩენილ საბუთებს შორის ობამა-ბაიდენის ადმინისტრაციის დროინდელი ჩანაწერების საიდუმლო დოკუმენტებია.
„ჩვენ სრულად ვთანამშრომლობთ გამოძიებასთან, რომელიც ვიმედოვნებ, რომ მალე დასრულდება“, - აღნიშნა აშშ-ის პრეზიდენტმა.
0
0