-share.jpg)
„რუსეთ-უკრაინის ომის შესახებ სამხედრო დოკუმენტების გაჟონვა აშშ-სთვის „სამარცხვინოა“, რადგან საქმე მის მოკავშირეებს ეხება,“ - თქვა გაეროში დიდი ბრიტანეთის ყოფილმა ელჩმა მარკ ლიალ-გრანტმა.
მისი თქმით, აშშ-ის პოლიტიკას სხვა ქვეყნებთან, როგორიცაა არაბთა გაერთიანებული საამიროები და ეგვიპტე, დიპლომატიური „რემონტი“ დასჭირდება.
დოკუმენტებში ნათქვამია, რომ არაბთა გაერთიანებული საემიროები რუსეთთან კავშირების გაღრმავებას გეგმავს, ხოლო ეგვიპტეს განზრახული აქვს ვლადიმერ პუტინისთვის იარაღის მიწოდება, თუმცა აღნიშნულ ბრალდებებს ორივე ქვეყანა უარყოფს.
ექსპერტის შეფასებით, „ამერიკის დაზვერვის საზოგადოება შერცხვენილი იქნება“ შექმნილი ვითარების გამო.
„შეერთებულ შტატებს სურს განმარტოს, თუ რატომ გავრცელდა ასე ფართოდ „საიდუმლო გრიფიანი“ დოკუმენტები და რატომ შეძლო მათი ხელში ჩაგდება საჰაერო ძალების ეროვნული გვარდიის შედარებით უმცროსმა ჯარისკაცმა მასაჩუსეტსში. თუმცა მე არ მჯერა, რომ აშშ-სადმი მთელი მსოფლიოს ნდობას "ხანგრძლივი ბზარი" გაუჩნდება. ამერიკას მსოფლიოში ყველაზე ქმედუნარიანი და ეფექტური სადაზვერვო სტრუქტურები აქვს და [მის] მოკავშირეებს ძალიან სურთ ამერიკასთან მჭიდრო თანამშრომლობა. ეს განწყობა არ შეიცვლება ამ დროებითი პრობლემის გამო,” - დასძინა მარკ ლიალ-გრანტმა.
ცნობისთვის, გამოძიების ფედერალური ბიუროს ინფორმაციით, პენტაგონის საიდუმლო დოკუმენტების საქმეზე საჰაერო ძალების ეროვნული გვარდიის წევრი, 21 წლის ჯეკ ტეიშეირა დააკავეს. როგორც „ბიბისი“ წერს, სამართლდამცველების სანქცირებული ოპერაცია მასაჩუსეტსის შტატის ქალაქ ნორტ დაიტონში ჩატარდა. ტეიშეირა საკუთარ სახლში დააკავეს. 21 წლის ჯეკ ტეშეირა მასაჩუსეტსის ეროვნული გვარდიის საჰაერო თავდაცვის დანაყოფის დაზვერვის განყოფილების წევრი იყო.
0
0