
საჰაერო თავდაცვის ძალებმა კიევის მიმართულებით 15-ზე მეტი რუსული ფრთოსანი რაკეტა ჩამოაგდეს. Ukrinform-ის ცნობით, ამის შესახებ კიევის საქალაქო სამხედრო ადმინისტრაციამ „ტელეგრამაში“ განაცხადა.
„კიევის მიმართულებით მტერმა 15-ზე მეტი ფრთოსანი რაკეტა გაისროლა. საჰაერო თავდაცვის შესანიშნავი მუშაობის წყალობით, ყველა საჰაერო სამიზნე ჩამოგდებულია ”- განაცხადა ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა სერგეი პოპკომ.
ამასთან, მან აღნიშნა, რომ საჰაერო თავდასხმების საშიშროება ისევ არსებობს და მოსახლეობას მოუწოდა, განგაშის დასრულებამდე თავშესაფრებში დარჩნენ.
კიევში, გოლოსეევსკის რაიონში რუსული რაკეტის დარტყმის შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა და ორი დაშავდა.
როგორც Ukrinform იტყობინება, 26 იანვარს დილით უკრაინაში ფართომასშტაბიანი საჰაერო განგაში გამოცხადდა. 26 იანვრის ღამეს საჰაერო თავდაცვის ძალებმა ჩამოაგდეს ირანული წარმოების 24-ვე “კამიკაძე” დრონი, რომლებითაც რუსეთმა უკრაინის ტერიტორიას შეუტია.
0
0