23/08/2023
22:26
მსოფლიო
საჰაერო ტრანსპორტის ფედერალურმა სააგენტომ უჩვეულოდ სწრაფად დაადასტურა პრიგოჟინის არსებობა ჩამოვარდნილი თვითმფრინავის მგზავრთა სიებში/ ამის შესახებ „მედუზა-ლაივი“ წერს.
მისივე ნცობით, როგორც წესი, ავიაკატასტროფის შემდეგ, მგზავრთა სიები, ოფიციალურად, მხოლოდ რამდენიმე საათის შემდეგ მტკიცდება - თუნდაც პატარა კერძო თვითმფრინავის ჩამოვარდნის შემთხვევაში.
გამოცემის ერთ-ერთი თანამოსაუბრის თქმით, როდესაც ავიაკომპანია S7-ის დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარე ნატალია ფილევა მსუბუქ თვითმფრინავს შეეჯახა, ინფორმაციის გავრცელებისთვის ორსაათიანი ლოდინი გახდა საჭირო.
პრიგოჟინის თვითმფრინავის ჩამოვარდნის შესახებ საგანგებო სიტუაციების სამინისტროს პირველ ოფიციალურ განცხადებასა და მგზავრთა სიებში პრიგოჟინის ყოფნის დადასტურებას შორის მხოლოდ სამი წუთია სხვაობა: პირველი 19:57 საათზე გამოჩნდა, მეორე კი ზუსტად 20:00 საათზე.
0
0