
საქართველოს მოქალაქეებისთვის არასაემიგრაციო ვიზების გაცემასთან დაკავშირებით საგარანტიო თანხის დაწესების თაობაზე აშშ-ის გადაწყვეტილება, სამწუხაროდ, საქართველოს მოქალაქეების მხრიდან აშშ-ის სავიზო პოლიტიკის დარღვევების მაღალ მაჩვენებელს უკავშირდება, რის თაობაზეც აშშ-ის მხარის მიერ იქნა განმარტებული, – ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში განაცხადეს.
საგარეო უწყება მოუწოდებს საქართველოს მოქალაქეებს, მკაცრად დაიცვან აშშ-ის სავიზო რეგულაციები.
„ცნობილია პრეზიდენტ ტრაპის ადმინისტრაციის მკაცრი საემიგრაციო პოლიტიკა, რაც აისახება კონკრეტულ ნაბიჯებში. ეს გადაწყვეტილებაც გამკაცრებული საემიგრაციო პოლიტიკის ნაწილია. შესაბამისად, მოვუწოდებთ საქართველოს მოქალაქეებს, მკაცრად დაიცვან აშშ-ის სავიზო რეგულაციები და არ დაარღვიონ მოქმედი სავიზო რეჟიმი, რაც საქართველოს მისცემს შესაძლებლობას, გააგრძელოს მუშაობა ამერიკულ მხარესთან აღნიშნულ საკითხზე“, – აცხადებენ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში.
ცნობისთვის, აშშ-მა სავიზო გირაოს პროგრამა კიდევ 12 ქვეყნისთვის გააფართოვა, რომელთა შორის არის საქართველოც.
0
0