საქართველო გეოპოლიტიკური ინტერესების გზაგასაყარზეა. პარტნიორებმა კი მისი პოტენციალის შესახებ უნდა იცოდნენ. ეს საგარეო საქმეთა მინისტრმა ნიუ-დელიში საერთაშორისო კონფერენციის მონაწილეებს განუცხადა.
მაკა ბოჭორიშვილმა შუა დერეფნის მნიშვნელობაზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ უსაფრთხოების გამოწვევების ფონზეც კი, საქართველოს ეკონომიკა იზრდება. პირველი დიპლომატი ვიზიტის ფარგლებში, ორმხრივ შეხვედრებს მართავს.

„მიუხედავად უსაფრთხოების გამოწვევებისა, რომლებიც აქვს საქართველოს, საქართველომ შეძლო, რომ იყოს ეკონომიკურად მიმზიდველი ქვეყანა, შეძლო, რომ გაეტარებინა ეკონომიკური რეფორმები, რომლებიც დღეს საქართველოს შესაძლებლობას აძლევს ითამაშოს მნიშვნელოვანი როლი რეგიონში, ითამაშოს მნიშვნელოვანი როლი შუა დერეფნის განვითარებაში, რაც ძალიან მნიშვნელოვანია, როგორც აღმოსავლეთით, ისე დასავლეთით მდებარე ქვეყნებისთვის და რა თქმა უნდა, ეს კარგი შესაძლებლობა იყო, რომ საქართველოს სწორედ ეს მდგომარეობა, მდებარეობა და შესაძლებლობები კარგად დაინახონ ჩვენმა პარტნიორებმა და იფიქრონ იმაზე, რომ საქართველო არის სწორედ ის ადგილი, სწორედ ის დამაკავშირებელი გზა, რომელიც უნდა იყოს გამოყენებული მაშინ, როდესაც საუბარი შეეხება დაკავშირებადობის განვითარებას და ახალი გზების ძიებას.
ზოგადად, ასეთი ფორუმები იძლევა კარგ შესაძლებლობას პარტნიორებთან გვქონდეს კომუნიკაცია, მივაწვდინოთ ჩვენ პარტნიორებს ხმა, საქართველოს პოზიციები
, თუნდაც ის პოზიციები, რის გამო საქართველო უსამართლო კრიტიკის ქარ-ცეცხლში იყო მოქცეული დიდი ხნის განმავლობაში და ხშირად ახლაც გვესმის ჩვენი ევროპელი კოლეგებისგან ასეთი კრიტიკა. რა თქმა უნდა, ეს არის კარგი შესაძლებლობა კიდევ ერთხელ ჩემს კოლეგებთან მქონდეს საუბარი, სცადონ მათ რეალობას შეხედონ კარგად, რეალური სიტუაცია აღიქვან და ნუ იხელმძღვანელებენ აღქმებით, რასაც ისინი ძალიან ხშირად აპელირებენ ხოლმე აღქმებზე, რომ ძალიან რთულია აღქმების შეცვლა. რა თქმა უნდა, თუ ისინი შექმნიან ამ აღქმებს, შემდგომ უკვე ძალიან რთულია ამ აღქმებთან გამკლავება, ამიტომ კარგი შესაძლებლობაა, რომ მათ მივაწოდოთ რეალური სიტუაციის შესახებ ინფორმაცია, რეალურად თუ რა წუხილები აქვს საქართველოს, რა
0
0