
კლიმატის ცვლილების თაობაზე გამართულ დებატებს, 500-ზე მეტი მონაწილე ჰყავდა.
საქართველოს დებატების და განათლების ინსტიტუტი (GIDE), ათეული წელია რაც ზრუნავს ახალგაზრდების განვითარებაზე, ხელს უწყობს მათი აზროვნების ფორმირებასა და საგანმანათლებლო სფეროში პოპულარული, თუ აქტუალური პროექტებით გამოირჩევა.
GIDE, საერთაშორისო დებატების საგანმანათლებლო ორგანიზაციის (IDEA) ოფიციალური წევრია და სხვა წევრებისგან განსხვავებით, ხმის უფლებითაც სარგებლობს. ეს თანამშრომლობა, რა თქმა უნდა, მნიშვნელოვნად განაპირობებს ორგანიზაციის მიერ დაიგეგმოს და განხორციელდეს საერთაშორისო პროექტები. შესაბამისად, GIDE ყოველწლიურად წარმატებულ მოდებატეებს საერთაშორისო ფორუმებსა თუ ტურნირებზე სრული დაფინანსებით აგზავნის და გარდა ამისა, ყოველთვის ცდილობს ქვეყანაში, თუ მსოფლიოში არსებული გამოწვევების საპასუხოდაც სხვადასხვა საგანმანათლებლო პროექტი განახორციელოს.
სწორედ აქედან გამომდინარე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის, გუდავაძე-პატარკაციშვილის ფონდისა და გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) მხარდაჭერით მორიგი საგანმანათლებლო პროექტი განხორციელდა, რომელიც კლიმატის ცვლილების საკითხს შეეხებოდა.
პროექტის „დებატები უკეთესი განათლებისთვის“ ფარგლებში არსებული დებატების კლუბების ახალგაზრდებმა მთელი საქართველოს მასშტაბით ეტაპობრივად გაიარეს სხვადასხვა თემები, რომელიც მსოფლიოში გლობალურად შექმნილ პრობლემას - კლიმატის ცვლილებას შეეხებოდა და სიღრმისეულად შეისწავლეს საკითხი დარგის ექსპერტებთან უშუალო კომუნიკაციის შედეგად.
პროექტი მოიცავდა გადამზადების ინტენსიურ კურსს, დებატების ტურნირს, რეგიონალურ და ნაციონალურ კონკურსებს, სადაც მონაწილეობა ჯამში დებატების 60 კლუბის 500-მა მოსწავლემ და დებატკლუბების ხელმძღვანელებმა მიიღეს.
პროექტს, სხვადასხვა გამარჯვებული მონაწილეები ჰყავდა, რომლებსაც საქართველოს დებატების და განათლების ინსტიტუტის (GIDE) მხრიდან სერტიფიკატები და სხვადასხვა ფასიანი საჩუქრები გადაეცათ.
ინიციატივა ხორციელდება გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) კლიმატური დაპირების (Climate Promise) ფარგლებში შვედეთის ხელშეწყობით.
0
0