
საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, მთამსვლელი და სამთო გიდი ნიკოლოზ ფალიანი, რომელიც ექსპედიციის დროს სიმაღლიდან გადავარდა და დაიღუპა, მესტიაში ჩაასვენეს.
მათივე ცნობით, ნიკოლოზ ფალიანი უშბის მთაზე კიდევ სამ პირთან ერთად იმყოფებოდა, რომლებიც სამაშველო ღონისძიების ფარგლებში უვნებლად აიყვანეს.
„საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოში შემოსული ინფორმაციის საფუძველზე, სვანეთში, უშბის მთაზე ქვეითად გადაადგილდებოდა 4 პიროვნება, რომელთაგან ერთ-ერთი მათგანი გადავარდა სიმაღლიდან.
უმოკლეს დროში, მეხანძრე-მაშველების მიერ მოხდა ძებნა-შველის ღონისძიების დაგეგმვა და თბილისიდან გაფრინდა სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენი, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის განსაკუთრებულ სიტუაციებზე რეაგირების ჯგუფთან ერთად.
მეხანძრე-მაშველების მიერ, 3600 მეტრის სიმაღლეზე, სამაშველო ღონისძიების ფარგლებში მოხდა 3 პიროვნების უვნებლად აყვანა ვერტმფრენში და გარდაცვლილი პიროვნების ცხედრის ნახვა.
გარდაცვლილი მამაკაცის ცხედარი ჩასვენებულია მესტიაში" - ნათქვამია ინფორმაციაში.
0
0