
საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა, 2023 წლის მარტის თვეში, საქართველოს მასშტაბით გატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, მარკირებას დაქვემდებარებული დიდი ოდენობით აქციზური საქონლის, აქციზური მარკის გარეშე შენახვა-გადაზიდვა-რეალიზაციის 36 ფაქტი გამოავლინეს, რაზედაც ბრალდებულის სახით 39 პირი პასუხისგებაში მისცეს, მათგან 18 პირი დააკავეს. ინფორმაციას ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური ავრცელებს.
„საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, დანაშაულში მხილებული პირებისგან ამოღებულია სარეალიზაციოდ განკუთვნილი, სხვადასხვა დასახელების, ჯამში 36 180 კოლოფი უაქციზო სიგარეტი, რომლის საერთო საბაზრო ღირებულება 177 000 ლარს აღემატება.
აღნიშნული დანაშაული ისჯება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის მე-200 მუხლის პირველი, მე-2 და მე-3 ნაწილებით, თავისუფლების აღკვეთით 6-იდან 8 წლამდე ვადით“, - აცხადებენ საგამოძიებო სამსახურში.
0
0