
ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა, გატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს - სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს კუთვნილი ქონების სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით მითვისების ფაქტზე, ამავე სააგენტოს თანამშრომელი, გ.ა. დააკავეს.
საგამოძიებო უწყების ცნობით, გამოძიებით დადგინდა, რომ დაკავებული, მატერიალური სარგებლის მიღების მიზნით, მართლსაწინააღმდეგოდ დაეუფლა სააგენტოს კუთვნილ მატერიალურ ფასეულობებს.
"ჩატარებული ღონისძიებების შედეგად, გ.ა. დაკავებულ იქნა სამსახურის მისამართზე, მითვისებული საქონლის რეალიზაციისას, რა დროსაც მან მიიღო ფულადი თანხა 3472 ლარის ოდენობით.
ნივთმტკიცებად ამოღებულია მითვისებული საქონელი და მისი რეალიზაციის შედეგად მიღებული ფულადი თანხა.
ბრალდებულთან დანაშაულებრივ კავშირში მყოფი პირების მხილების მიზნით, ინტენსიურად მიმდინარეობს შესაბამისი საგამოძიებო მოქმედებები", - ნათქვამია ინფორმაციაში.
0
0