
საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, დიდი ოდენობით ყალბი აქციზური მარკების გასაღების ფაქტზე, თურქეთის ორი მოქალაქე დააკავეს.
გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულებმა, მატერიალური სარგებლის უკანონო მიღების მიზნით, 1 000 აშშ დოლარის გადახდის სანაცვლოდ, გაასაღეს 2 000 ერთეული ქართული ყალბი აქციზური მარკა. საგამოძიებო მოქმედებების შედეგად ყალბი აქციზური მარკები სრულად იქნა ამოღებული.
გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის მე-200 პრიმა მუხლის მე-2 ნაწილით, რაც სასჯელის სახით 4-დან 6 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
სპიკერი გუგა თავბერიძე - ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის სამმართველოს უფროსის მოადგილე
0
0
კინორეჟისორი ელდარ მდინარაძე გარდაიცვალა
11/11/2025