06/04/2023
23:07
პოლიტიკა
საგამოძიებო კომისიამ სწორედ "მნიშვნელოვანი საქმეების" შესწავლა უნდა დაიწყოს. 2004 წლიდან დღემდე - ამის შესახებ "პატრიოტთა ალიანსის" ლიდერი ირმა ინაშვილი სოციალურ ქსელში წერს, რითაც ეხმაურება ოპოზიციის ინიციატივას პარლამენტში საგამოძიებო კომისიის შექმნის შესახებ:
"საგამოძიებო კომისია აუცილებლად უნდა შეიქმნას! როგორც მოვისმინე, თავად "ქართული ოცნებაც" გამოთქვამს მზადყოფნას, რომ საგამოძიებო კომისია შექმნას, მაგრამ აქ მთავარი ისაა, როგორი კომისია იქმნება?
ამერიკის სახელმწიფო მდივნის განცხადებაში ყურადსაღები იყო ფრაზა- "მნიშვნელოვანი საქმეები". იგივე "მნიშვნველოვან საქმეებზე" საუბარია ევროსასამართლოს გადაწყვეტილებებშიც. საგამოძიებო კომისიამ სწორედ "მნიშვნელოვანი საქმეების" შესწავლა უნდა დაიწყოს. 2004 წლიდან დღემდე. ეს კომისია არავითარ შემთხვევაში არ უნდა იყოს დაკომპლექტებული სალომე სამადაშვილებით, თუ ხატია დეკანოიძეებით. კომისია უნდა აერთიანებდეს მიუკერძოებელ, ხალხის ნდობით აღჭურვილ, მაღალი კლასის იურისტებს. იქნება ეს მინდია უგრეხელიძე, თუ ჯემალ გახოკიძე. კომისიის საქმიანობა უნდა წარიმართოს ღიად, გამჭვირვალედ, პირდაპირი ტრანლაციის რეჟიმში.
კომისიას უნდა ხელმძღვანელობდეს პოლიტიკურად სრულიად ნეიტრალური პერსონა. ვიმეორებ: მიუკერძოებელი, ხალხის ნდობით აღჭურვილი, მაღალი კლასის იურისტი, რომელსაც საზოგადოება პატივს სცემს და ენდობა."
0
0
ჰამასის ლიდერები თურქეთში გადავიდნენ - მედია
18/11/2024