01/11/2024
15:52
მსოფლიო
საფრანგეთის ქალაქ პუატეში 1-ელი ნოემბრის ღამეს სროლა იყო, რომელიც მასობრივი ჩხუბით დასრულდა. სულ მცირე, ხუთი ადამიანი მძიმედ დაშავდა, მათ შორის ერთი სიცოცხლისთვის საშიში დაზიანებით. აღნიშნულის შესახებ BMFTV იუწყება.
ადგილობრივმა ხელისუფლებამ ქალაქში საპოლიციო ძალების გაძლიერების შესახებ განაცხადა.
უცხოური მედიის ცნობით, დაშავებულებს შორის არის 15 წლის მოზარდი, თავის არეში მიყენებული ჭრილობის გამო მის სიცოცხლეს საფრთხე ემუქრება.
დაშავებულია კიდევ ორი 16 წლის მოზარდი.
საფრანგეთის შინაგან საქმეთა მინისტრის, ბრუნო რეტაიოს განცხადებით, ინციდენტში 400-დან 600-მდე ადამიანი მონაწილეობდა.
გამოძიების წინასწარი დასკვნით, სროლა ნარკოტიკებით ვაჭრობით ცნობილ პუატიეს რაიონში მოხდა.
„სროლა მანქანაში მყოფმა პირებმა დაიწყეს, რომლებიც შემთხვევის ადგილიდან მიიმალნენ“, - წერს უცხოური მედია.
0
0