
საფრანგეთში მასშტაბური დემონსტრაცია მიმდინარეობს. აქციის მონაწილეები პრეზიდენტ ემანუელ მაკრონის გადაწყვეტილებას აპროტესტებენ, რომლის მიხედვითაც, ქვეყანაში საპენსიო ასაკი 62-დან 64-მდე უნდა გაიზარდოს.
დემონსტრაციაში რვა უმსხვილესი პროფკავშირის, მათ შორის სკოლების, საზოგადოებრივი ტრანსპორტისა და ნავთობგადამამუშავებელი ქარხნების, წარმომადგენლები მონაწილეობენ.
საპენსიო ასაკის მატების გამო, საფრანგეთში აქცია რამდენიმე დღის წინაც გაიმართა, სადაც მონაწილეობა 1 მილიონზე მეტმა ადამიანმა მიიღო.
საპროტესტო აქცია მოსალოდნელია ყველა დიდ და პატარა ქალაქში. გავრცელებული ინფორმაციით, მობილიზებულია 11 ათასი პოლიციელი.
ეკონომისტ ფილიპ აგიონის შეფასებით, საპენსიო რეფორმის გატარება აუცილებელი იყო, რადგან საფრანგეთის ბიუჯეტს 13 მილიარდი ევროს (14 მილიარდი დოლარის) სტრუქტურული დეფიციტი აქვს. გარდა ამისა, საპენსიო ასაკის გაზრდა ასევე ხელს შეუწყობს საფრანგეთში დასაქმების მაჩვენებლის მატებასაც.
0
0