30/06/2023
11:27
მსოფლიო
საფრანგეთში საპროტესტო გამოსვლებისა და არეულობის მესამე დღის შემდეგ 667 ადამიანია დაკავებული. ამის შესახებ ქვეყნის შინაგან საქმეთა მინისტრმა, ჟერალდ დარმანინმა სოციალურ ქსელ „ტვიტერში“ დაწერა.
მისივე განცხადებით, პოლიცია და მეხანძრეები იშვიათი ძალადობის წინაშე აღმოჩნდნენ, რომელმაც გასულ ღამეს ქვეყანა მოიცვა.
საფრანგეთში საპროტესტო გამოსვლები მას შემდეგ დაიწყო, რაც ცნობილი გახდა, რომ 27 ივნისს, პარიზის გარეუბან ნანტერში პოლიციელმა წარმოშობით ალჟირელი 17 წლის ბიჭი მოკლა. დაკავებულია პოლიციის ოფიცერი, რომელმაც გასროლის შედეგად მოზარდს სასიკვდილო ჭრილობა მიაყენა.
პარიზის გარეუბან ნანტერში და საფრანგეთის სხვა ქალაქებში არეულობის დროს დაწვეს მანქანები, დაარბიეს მაღაზიები. პარიზის მერი ან იდალგო ადგილობრივი მთავრობის საგანგებო სხდომას მართავს. საფრანგეთის დედაქალაქში საზოგადოებრივი ტრანსპორტის მოძრაობა შეზღუდულია რჩება.
ამასთან, მაკრონმა აღნიშნული აქციების გამო საგაგნგებო სხდომა მოიწვია.
0
0