02/07/2023
11:57
მსოფლიო
პარიზის გარეუბნის მერის, ინსენტ ჟანბრუნის თქმით, 2 ივლისის დილას მის სახლს თავს დაესხნენ და მისი ოჯახის მკვლელობა სცადეს.
"დილის 1:30 საათზე, როცა მერიაში ვიყავი გასული სამი ღამის მსგავსად, მომიტინგეები ჩემს საცხოვრებელ სახლს მანქანით დაეჯახნენ და ცეცხლი წაუკიდეს, რათა სახლი დაეწვათ. ბავშვების დაცვისა და თავდამსხმელებისგან თავის დაღწევის მცდელობისას დაშავდა ჩემი მეუღლე და ჩემი ერთ-ერთი შვილი." - თქვა მერმა.
საფრანგეთში მასობრივი დემონსტრაციები პოლიციის მიერ 17 წლის ალჟირელი გოგონას მკვლელობას მოჰყვა. პოლიციის თანამშრომელმა გოგონას სავარაუდოდ მას შემდეგ ესროლა, რაც მისი ავტომობილი მოძრაობის წესების დარღვევის გამო გააჩერეს. ოფიცერი ამჟამად დაკავებულია და მისი დაკითხვა ამ დრომდე მიმდინარეობს.
გოგონა 1-ელ ივლისს პარიზის გარეუბნის, ნანტერის მეჩეთში დაკრძალეს. აფრიკელი გოგონა სწორედ ამ უბანში მოკლეს და მომიტინგეებსა და პოლიციელებს შორის შეტაკებაც აქ დაიწყო.
იმისდა მიუხედავად, რომ მოკლულის დედა მხოლოდ ოფიცერს ადანაშაულებს, მკვლელობამ მაინც მასობრივი სახე მიიღო.
აღსანიშნავია, რომ პარიზის გარეუბნებში პოლიციელების მხრიდან უფლებამოსილების გადაჭარბებასა და ძალის გამოყენებას საფრანგეთის მოსახლეობა აქამდეც აპროტესტებდა. მოქალაქეები ქუჩაში ეთნიკურად მრავალფეროვან უბნებში სამართალდამცავების სისასტიკის წინააღმდეგ გამოვიდნენ.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მხოლოდ გასულ ღამეს 700 მომიტინგე დააკავეს. სამინისტროს ინფორმაციით, ღამეში 45 პოლიციელი და 74 შენობა დაშავდა, აქედან 26 პოლიცია და ჟანდარმერიაა. მომიტინგეებმა 577 მანქანა დაწვეს.
მანამდე, პოლიციელებმა კიდევ 1 300 მომიტინგე დააკავეს. საჯარო გზებზე ღამეში 2 560 ხანძარი დაფიქსირდა.
დაკავებულთა შორის უმრავლესობა არასრულწლოვანია. სამინისტროს ინფორმაციით, მათი საშუალო ასაკი 17 წელია.
0
0