07/05/2023
21:32
მსოფლიო
საფრანგეთში, ილ-დე-ფრანსის რეგიონი სენა და მარნას დეპარტამენტის კომუნა მესნილ-ამელოტში, 27 წლის მამაკაცმა, რომელსაც ელექტროსამაჯური ეკეთა, ერთ-ერთი ბიზნეს ობიექტის ფანჯარა ჩაამტვრია, შემდეგ კი ავტოსადგომზე გაჩერებული მანქანები დააზიანა.
შემთხვევის ადგილზე სწრაფად მისულ პოლიციას მამაკაცმა ჯერ იქვე გაუწია წინააღმდეგობა, შემდეგ კი პოლიციის განყოფილებაში აუმხედრდა მათ და დაზიანებები მიაყენა. მან ერთ ოფიცერს ბარძაყზე უკბინა, მეორეს სასქესო ორგანოზე, მესამეს თვალში დაარტყა, მეოთხეს კი ზურგში.
მამაკაცის თავდასხმის შედეგად ორი პოლიციელი ორი დღით გახდა შრომისუუნარო, ორი კი ერთი დღით.
აღსანიშნავია, რომ შემოწმებისას მამაკაცს არც ალკოჰოლური და არც ნარკოტიკული თრობა არ დაუდგინა. მას არც თავის ქცევის მიზეზების ახსნა არ უცდია.
actu17-ის ცნობით, პოლიციამ მამაკაცის წინააღმდეგ საჩივარი შეიტანა.
0
0