01/07/2024
12:05
მსოფლიო
![main-img]( /storage/files/%E1%83%9E%E1%83%90%E1%83%A0%E1%83%98%E1%83%96%E1%83%98(1).jpeg )
საფრანგეთში ჩატარებულ არჩევნებში ულტრამემარჯვენეთა წარმატებას საპროტესტო აქციები მოჰყვა. კერძოდ, 30 ივნისს ღამით, მას შემდეგ, რაც ცნობილი გახდა, რომ საპარლამენტო არჩევნების პირველი ტურის შედეგად ლიდერობს ულტრამემარჯვენე პოპულისტი პოლიტიკოსის, მარინ ლე პენის „ეროვნული გაერთიანება“, იგივე „ეროვნული ფრონტი“, საფრანგეთის ქალაქების ქუჩებში ათასობით ადამიანი გამოვიდა.
გამოცემა Le Figaro-ს ინფორმაციით, პარიზში, რესპუბლიკის მოედანზე ულტრამემარჯვენეთა მოწინააღმდეგე 8 000-მდე ადამიანი შეიკრიბა. მათ მემარცხენე პოლიტიკოსები შეუერთდნენ.
საპროტესტო აქციები ლიონში, ნანტში, დიჟონში, ლილსა და მარსელში გაიმართა. მედიის ცნობით, პარიზსა და ლიონში აქციები პოლიციასთან დაპირისპირებაში გადაიზარდა. დემონსტრანტების ნაწილმა სამართალდამცველებს ბოთლები და პეტარდები ესროლა. პოლიციამ ცრემლმდენი გაზი გამოიყენა.
0
0
საქართველოს თავდაცვის სამინისტროს განცხადება
03/07/2024