02/01/2023
15:00
მსოფლიო
“ახალი წლის ღამეს საფრანგეთში 690 ავტომობილს წაუკიდეს ცეცხლი” - ამის შესახებ ინფორმაციას ყოველდღიური ფრანგული გაზეთი „ლე ფიგარო" ავრცელებს.
ახალი წლის ღამეს ტერორისტული თავდასხმის ან სერიოზული ექსცესების თაობაზე ფრანგი წესრიგის დამცველების შიშები არ გამართლდა.
ახალი წლის ღამეს საფრანგეთში საზოგადოებრივი უსაფრთხოებისა და მართლწესრიგის დაცვას 90 000 პოლიციელი და ჟანდარმი ადევნებდა თვალყურს.
შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესრელიზში ნათქვამია 490 დაკავების შესახებ, რაც 11%-ით მეტია 2021 წელს რეგისტრირებულ 441-თან შედარებით, თუმცა, როგორც პრესა აღნიშნავს, ეს ზრდა შინაგან საქმეთა სამინისტროს წინა წლებთან შედარებით განსაკუთრებით გამკაცრებული ინსტრუქციებით არის გამოწვეული.
მნიშვნელოვნად შემცირდა ავტომობილებისთვის ცეცხლის წაკიდება, რაც 2005 წელს რამდენიმე ქალაქში მომხდარი არეულობების შემდეგ ჩვეულებრივ მოვლენად იქცა.
ახალი წლის ღამეს 690 მანქანა დაიწვა, 21%-ით ნაკლები, ვიდრე წინა ახალ წელს (874) და თითქმის ორჯერ ნაკლები, ვიდრე 2019 წლის 31 დეკემბერს (1316).
„ამგვარად, 2022 წლის 31 დეკემბერს დაფიქსირდა ახალი წლის ღამით ავტომობილისთვის ცეცხლის წაკიდების ყველაზე ნაკლები და დაპატიმრების ყველაზე მეტი შემთხვევა", - წერს „ფიგარო"
0
0