09/03/2023
12:40
მსოფლიო
9 მარტს, ფრანგმა სენატორებმა მხარი დაუჭირეს საპენსიო ასაკის 62-დან 64 წლამდე გაზრდას.
საფრანგეთის პრეზიდენტის ემანუელ მაკრონის მიერ ინიცირებულ კანონპროექტს საპენსიო რეფორმების შესხებ სენატის 201-მა წევრმა დაუჭირა მხარი, 115 კი - წინააღმდეგი იყო. როგორც Reuters-ი წერს, მაკრონის გეგმის გამარჯვებას ქვეყნის მასშტაბით პროტესტი და გაფიცვები მოჰყვა.
სავარაუდოდ, საფრანგეთის ზედა პალატა აღნიშნულ კანონპროექტს თვის ბოლოს განიხილავს.
საფრანგეთის მთავრობა იმედოვნებს, რომ საპენსიო ცვლილებების შესახებ კანონპროექტს პარლამენტი თვის ბოლომდე მიიღებს.
აღსანიშნავია, რომ ემანუელ მაკრონს არ ჰყავს აბსოლუტური უმრავლესობა ეროვნულ ასამბლეაში, შესაბამისად, კანონსპროექტის მისაღებად მას რამდენიმე ათეული კონსერვატიული კანონმდებლის მხარდაჭერა დასჭირდება, ან მან უნდა გამოიყენოს კონსტიტუციური უფლებამოსილება პარლამენტის გვერდის ავლით.
0
0