23/09/2025
09:43

საფრანგეთმა პალესტინის სახელმწიფო ოფიციალურად აღიარა - გადაწყვეტილების შესახებ ემანუელ მაკრონმა გაერო-ს გენერალურ ასამბლეაზე გამოაცხადა. საფრანგეთის პრეზიდენტმა თქვა, რომ აღიარება ტერორისტული ორგანიზაცია "ჰამასის" დამარცხებას ნიშნავს.
პალესტინის სახელმწიფო ასევე აღიარა მალტამ, ბელგიამ და ლუქსემბურგმა.
ამის ფონზე, პალესტინის ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა "ჰამასს" განიარაღებისკენ მოუწოდა. გაერო-ში ისრაელის ელჩმა კი განაცხადა, რომ მოწოდებები არ არის მშვიდობისკენ მიმართული და პირიქით ისინი ტერორიზმს წაახალისებს.
რამდენიმე ქვეყნის გადაწყვეტილებას პალესტინის აღიარებასთან დაკავშირებით გამოეხმაურა ოფიციალური ვაშინგტონი. თეთრი სახლის პრესმდივნის განმარტებით, ტრამპი მიიჩნევს, რომ აღიარება "ჰამასისთვის" ჯილდოა.
0
0
პროკურატურამ ექვს პირს ბრალდება წარუდგინა
10/11/2025