საფრანგეთის მოქალაქეებს ურჩევენ, თავი შეიკავონ ირანის, ლიბანის, ისრაელისა და პალესტინის ტერიტორიებზე მოგზაურობისგან.
საგარეო საქმეთა მინისტრმა სტეფან სეჟურნემ გამოაცხადა გადაწყვეტილება თეირანიდან დიპლომატების ოჯახების დაბრუნებისა და ფრანგი ჩინოვნიკების ამ ქვეყნებში გამგზავრების აკრძალვის შესახებ.
ეს გადაწყვეტილება საგარეო საქმეთა სამინისტროს პარასკევს გამართულ სხდომაზე მიიღეს, ამის შესახებ სამინისტრომ სოციალური ქსელის X-ის საკუთარ გვერდზე განაცხადა.
„ახლო აღმოსავლეთში სამხედრო ესკალაციის რისკების გათვალისწინებით, საგარეო საქმეთა მინისტრმა სტეფან სეჟურნემ კრიზისულ შეხვედრაზე დაამტკიცა შემდეგი ზომები: ფრანგებს ურჩევენ კატეგორიულად თავი შეიკავონ უახლოეს მომავალში ირანში, ლიბანში, ისრაელსა და პალესტინის ტერიტორიებზე მოგზაურობისგან. დიპლომატიური წარმომადგენლების ოჯახები თეირანიდან უნდა დაბრუნდნენ. საფრანგეთის საჯარო მოხელეებს ამ ქვეყნებში მოგზაურობა ეკრძალებათ“, - ნათქვამია განცხადებაში.
0
0