28/04/2023
17:43
პოლიტიკა
საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრი საქართველოშია. კატრინ კოლონა ვიზიტს არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლებთან შეხვედრით იწყებს.
ცნობილია, რომ კატრინ კოლონა ასევე შეხვდება ქართველ კოლეგას, პრეზიდენტსა და პრემიერ-მინისტრს.
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ინფორმაციას ავრცელებს:
საქართველოს საფრანგეთის ევროპისა და საგარეო საქმეთა მინისტრი ეწვია
🔹️ 2023 წლის 28 აპრილს, საქართველოს საფრანგეთის ევროპისა და საგარეო საქმეთა მინისტრი, კატრინ კოლონა ეწვია. საფრანგეთის საგარეო უწყების ხელძმღვანელს თბილისის საერთაშორისო აეროპორტში საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე თეიმურაზ ჯანჯალია დახვდა.
🔹️ ვიზიტის ფარგლებში, ფრანგი დიპლომატი შეხვედრას გამართავს საგარეო საქმეთა მინისტრთან, ილია დარჩიაშვილთან, რის შემდეგაც, გაკეთდება ერთობლივი განცხადებები პრესისთვის.
საქართველოში ვიზიტის ფარგლებში, კატრინ კოლონა ასევე შეხვდება საქართველოს მთავრობის მეთაურს, ირაკლი ღარიბაშვილს.
🔹️ საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრს მიიღებს საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი.
🔹️ აღსანიშნავია,რომ 2018 წლის შემდეგ, ეს გახლავთ საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრის პირველი ვიზიტი საქართველოში.
0
0