
საფრანგეთი არ დაუშვებს უცხოური ჩარევის არცერთ მცდელობას საკუთარ დემოკრატიულ დებატებში, მით უმეტეს, საარჩევნო პროცესებში - ეს ყოველივე ფრანგი ხალხის ექსკლუზიური და ხელშეუხებელი უფლებაა, - განაცხადა საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ჟან-ნოელ ბარომ.
„ის, რის მიმართაც პრინციპულნი და შეუვალნი უნდა ვიყოთ, ჩვენი დემოკრატიული დებატების ფალსიფიცირების მცდელობებია. ეს ხორციელდება საზღვარგარეთ შემუშავებული გზავნილების ონლაინსივრცეში არაავთენტური, კოორდინირებული და ორგანიზებული გავრცელებით, რისი მიზანიც საინფორმაციო ველის დამახინჯება და არჩევნებზე გავლენის მოხდენაა“, - აღნიშნა საფრანგეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელმა.
მისი თქმით, „ამ ნაბიჯებს მხოლოდ ერთი ამოცანა აქვს: გაატარონ ჩვენი მოწინააღმდეგეების დღის წესრიგი ჩვენივე შიგნიდან რღვევით, რათა გააქრონ ლიბერალურ-დემოკრატიული მოდელი, დაასუსტონ საფრანგეთი და შეარყიონ ევროკავშირი“.
0
0