
საქართველოში საფრანგეთის საელჩო საქართველოს კალათბურთელთა ნაკრებს ევრობასკეტ 2025-ზე მეოთხედფინალში გასვლას, ხოლო საფეხბურთო ნაკრებს ბულგარეთთან გამარჯვებას ულოცავს.
„საქართველომ გაიბრწყინა გუშინ საღამოს! ვულოცავთ საკალათბურთო ნაკრებს ევრობასკეტ 2025-ის მეოთხედფინალში ისტორიულ გასვლას და ასევე ქართველ ჯვაროსნებს – შესანიშნავ გამარჯვებას ბულგარეთთან, 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპზე!
ძალა აღმართს ხნავს“,- აღნიშნულია საელჩოს ფეისბუქგვერდზე.
შეგახსენებთ, საქართველოს კალათბურთელთა ნაკრებმა ევრობასკეტის მერვედფინალში ტურნირის ერთ-ერთი ფავორიტი საფრანგეთის ნაკრები 80:70 დაამარცხა და ისტორიულ შედეგს მიაღწია, კონტინენტის პირველობის მეოთხედფინალში გავიდა. საქართველოს ფეხბურთელთა ეროვნულმა ნაკრებმა კი მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის მეორე ტურში ბულგარეთს უმასპინძლა და 3:0 დაამარცხა.
0
0