06/04/2023
11:50
მსოფლიო
საფრანგეთის პრეზიდენტის ემანუელ მაკრონის განცხადებით, მას სურს, რომ ჩინეთი უკრაინაში "მშვიდობის დამყარებაზე საერთო პასუხისმგებლობის აღებაში" ჩაერთოს. მაკრონი პეკინში ჩინელ ოფიციალურ პირებთან შეხვედრებს გამართავს.
ემანუელ მაკრონმა იმედი გამოთქვა, რომ ჩინეთის ლიდერთან ერთად, საერთაშორისო საკითხებზე, მათ შორის რუსეთ-უკრაინის ომზე ისაუბრებს და განაცხადა, რომ მოხარულია მასთან ერთად ძირითადი ორმხრივი თემების განხილვით.
შეხვედრა პრეზიდენტ სი ძინპინგთან სამიტის წინ გაიმართება, რომელიც დღეს მოგვიანებით არის დაგეგმილი.
მანამდე კი, როგორც საფრანგეთის ოფიციალურმა პირებმა განაცხადეს, მაკრონი გეგმავდა, რომ სი ძინპინგისთვის ვლადიმერ პუტინზე ზეწოლის მოსახდენად და მშვიდობის დასამყარებლად პეკინის გავლენის გამოეყენებისკენ მოეწოდებინა, თუმცა საფრანგეთის პრეზიდენტი ჩინეთის პოზიციის მნიშვნელოვნად ცვლას არ მოელოდა.
ჩინეთის ფრანგი მოსახლეობის წინაშე სიტყვით გამოსვლისას მაკრონმა აღნიშნა, რომ ის „მაქსიმალურად შეეცდება, ჩართოს ჩინეთი საერთაშორისო საკითხების მოგვარებაში, როგორებიცაა უკრაინაში, ირანსა და ჩრდილოეთ კორეაში მშვიდობისა და სტაბილურობის დამყარებაზე საერთო პასუხისმგებლობის აღება.
როგორც ცნობილია, ჩინეთმა თავი შეიკავა კრემლის გაკრიტიკებისგან, თუმცა შეეცადა, ნეიტრალური გამოჩენილიყო და რუსულ მხარეს ცეცხლის შეწყვეტისა და სამშვიდობო მოლაპარაკებებისკენ მოუწოდა.
ემანუელ მაკრონი გვიან ღამით ჩინეთში ჩასვლისას ახლადდანიშნულმა პრემიერ-მინისტრმა ლი ციანგმა მიიღო.
პეკინში მაკრონთან ერთად ევროკომისიის პრეზიდენტი ურსულა ფონ დერ ლაიენი იმყოფება - 2019 წელს თანამდებობის დაკავების შემდეგ, ეს ლაიენის პირველი ვიზიტია ჩინეთში.
0
0