
საფრანგეთის პრემიერ-მინისტრი ფრანსუა ბაირუ ყოველწლიური კალენდრიდან ორი სახალხო დღესასწაულის გაუქმების ინიციატივით გამოვიდა. მისივე თქმით, მომავალი წლის ბიუჯეტში თანხების დაზოგვის მიზნით, უნდა გაუქმდეს აღდგომის ორშაბათი და მოკავშირეთა ნაცისტებზე გამარჯვების დღე.
,,ეს ხარჯების შემცირების ერთ-ერთი გეგმაა. ორი სახელმწიფო დღესასწაულის გაუქმება ეკონომიკური აქტივობიდან გენერირებულ საგადასახადო შემოსავლებს უზრუნველყოფს, რაც დაახლოებით 44 მილიარდი ევროს საერთო დანაზოგს შეადგენს,“ - განაცხადა ბაირუმ.
პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა ბაირუს ბიუჯეტის შემუშავება დაავალა, რომელიც შეამცირებს ხარჯებს და, შესაბამისად, საფრანგეთის უზარმაზარ ვალს და დეფიციტს — ამასთანავე, მილიარდობით გაზრდის თავდაცვის ხარჯებს, რათა ქვეყანა რუსეთიდან და მის ფარგლებს გარეთ არსებულ საფრთხეებს გაუმკლავდეს.
ბაირუმ ეჭვქვეშ დააყენა აღდგომის ორშაბათის რელიგიური მნიშვნელობა. მისი თქმით, გამარჯვების დღე 8 მაისს აღინიშნება და ემთხვევა თვეს, რომელიც „ნამდვილ გრუიერად“ ანუ ნასვრეტებიან ყველად იქცა ისეთ დასვენების დღეებს შორის, როგორებიცაა პირველი მაისი და ამაღლების კათოლიკური დღესასწაული.
ამჟამად, საფრანგეთში, წელიწადში 11 ოფიციალური დღესასწაული აღინიშნება.
0
0