05/12/2024
00:09
მსოფლიო
საფრანგეთის პარლამენტმა ქვეყნის პრემიერ-მინისტრს, მიშელ ბარნიეს, თანამდებობაზე დანიშვნიდან სამ თვეში, უნდობლობა გამოუცხადა, - ამის შესახებ ინფორმაციას გამოცემა BBC-ი ავრცელებს.
გამოცემის ცნობით, უნდობლობის გამოცხადებისთვის საჭირო იყო 288 ხმა და გადაწყვეტილებას მხარი 331-მა დეპუტატმა დაუჭირა.
მიშელ ბარნიე ვალდებულია წარადგინოს განცხადება თავისი მთავრობის გადადგომის შესახებ. ამასთან, ძალა დაკარგა ბიუჯეტმა, რომელიც მის მიმართ უკმაყოფილების მიზეზი გახდა.
როგორც „პოლიტიკო“ წერს, ეს იწვევს უპრეცედენტო პოლიტიკური კრიზისს, რომელიც საფრთხეს უქმნის ევროზონის სტაბილურობას.
პოლიტიკოს ინფორმაციით, ზეწოლა პრეზიდენტ ემანუელ მაკრონზეც ხორციელდება, რომელიც უარს ამბობს თანამდებობიდან გადადგომაზე.
საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა მიშელ ბარნიე ქვეყნის პრემიერ-მინისტრად სამი თვის წინ დანიშნა. BBC-ი წერს, რომ 1962 წლის შემდეგ პირველად მოხდა, როცა საფრანგეთის მთავრობის კოლაფსის მიზეზი უნდობლობის გამოცხადება გახდა.
0
0