
საფრანგეთის პარლამენტმა ქვეყნის პრემიერ-მინისტრს, მიშელ ბარნიეს, თანამდებობაზე დანიშვნიდან სამ თვეში, უნდობლობა გამოუცხადა. მისი გადადგომის შესახებ შუამდგომლობას დეპუტატების უმრავლესობამ მხარი დაუჭირა. 1962 წლის შემდეგ პირველად მოხდა, როცა საფრანგეთის მთავრობის კოლაფსის მიზეზი უნდობლობის გამოცხადება გახდა. უნდობლობის გამოცხადებისთვის საჭირო იყო 288 ხმა და გადაწყვეტილებას მხარი 331-მა დეპუტატმა დაუჭირა.
მიშელ ბარნიე ვალდებულია წარადგინოს განცხადება თავისი მთავრობის გადადგომის შესახებ, ბიუჯეტი კი, რომელიც მის მიმართ უკმაყოფილების მიზეზი გახდა, ძალადაკარგულია.
კენჭისყრის წინ ბარნიემ ეროვნულ ასამბლეას განუცხადა, რომ მისი თანამდებობიდან გადადგომა ქვეყნის ფინანსურ პრობლემებს არ გადაჭრის.
როგორც BBC-ი წერს, აღნიშნული ინციდენტი, ზაფხულში ჩატარებული ვადამდელი არჩევნების შედეგების შემდეგ, კვლავ ხელს შეუწყობს საფრანგეთის პოლიტიკურ არასტაბილურობას.
0
0