საფრანგეთში, არალეგალურ მდგომარეობაში მყოფი 58 ქართველი საქართველოში დააბრუნეს. აღნიშნულ ინფორმაციას საფრანგეთის სააელჩო ავრცელებს.
2023 წელს, 965 არალეგალი ქართველი დაბრუნდა რეადმისიის ფარგლებში, 2300-ს კი უარი ეთქვა ბორტზე ასვლაზე საქართველოს აეროპორტიდან გასამგზავრებლად. ფრანგულ-ქართული თანამშრომლობა არალეგალური მიგრაციის წინააღმდეგ საბრძოლველად, 2019 წლიდან გაძლიერდა.
აღსანიშნავია, რომ საქართველო საფრანგეთმა, ჯერ კიდევ 2013 წელს შეიყვანა უსაფრთხო ქვეყნების სიაში.
2020-2021 წლებიდან კი განსაკუთრებით გაიზარდა საქართველოს მოქალაქეების მხრიდან, საფრანგეთის მთავრობისადმი თავშესაფრის მოთხოვნა. 2020-2021 წლებში, ეს რაოდენობა 103.4%-ით გაიზარდა, 2021-2022 წლებში კი 114.3%-ით.
საფრანგეთში საქართველო, თავშესაფრის მოთხოვნის კუთხით, მეოთხე ადგილზეა, ავღანეთის, ბანგლადეშისა და თურქეთის შემდეგ. 2023 წელს, თავშესაფრის მაძიებელთა რიცხვი შემცირდა, მაგრამ საქართველო კვლავ მეოთხე ადგილს იკავებს.
0
0