
საფრანგეთის ევროპისა და საგარეო საქმეთა სამინისტრო საქართველოს პრეზიდენტის სალომე ზურაბიშვილის იმპიჩმენტის პროცედურას ეხმაურება და მთავრობას რეფორმებზე ფოკუსირებისკენ მოუწოდებს.
„საფრანგეთმა გაითვალისწინა საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება, რომელმაც დაადასტურა საპარლამენტო უმრავლესობის მიერ მთავრობის მხარდაჭერით დაწყებული იმპიჩმენტის პროცედურა საქართველოს პრეზიდენტის, ქალბატონი სალომე ზურაბიშვილის წინააღმდეგ.
ქვეყნის მომავლის გადამწყვეტ მომენტში, როდესაც ყველა უნდა გაერთიანდეს ევროპული ღირებულებების ირგვლივ, საფრანგეთი მოელის საქართველოს მთავრობისგან, გამოიჩინოს პასუხისმგებლობა და მიმართოს ძალისხმევას დემოკრატიისა და კანონის უზენაესობის გასაძლიერებლად საჭირო ყველა რეფორმის განხორციელებისკენ. კერძოდ, 2022 წლის ივნისის ანგარიშში მითითებული ევროკავშირის 12 პრიორიტეტზე“ - ნათქვამია განცხადებაში.
0
0
კოტე იოსელიანი უტა ივანიშვილს ბოდიშს უხდის
08/06/2025