
ევროპის ხალხი თავისუფალი და სუვერენულია, არ დაუშვებენ, რომ მათი ციფრული სივრცის მარეგულირებელი წესები სხვებმა დააწესონ, – ამის შესახებ საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ჟან-ნოელ ბარო აცხადებს.
მისივე თქმით, საფრანგეთი მკაცრად გმობს აშშ-ის მიერ ყოფილი ევროკომისრის, ტიერი ბრეტონისა და კიდევ ოთხი ევროპელისთვის დაწესებულ სავიზო შეზღუდვას.
„ციფრული სერვისების შესახებ კანონი (DSA) ევროპაში დემოკრატიულად იყო მიღებული, რათა, რაც უკანონოა ინტერნეტსივრცის მიღმა, ასევე უკანონო იყოს ინტერნეტსივრცეში. მას აბსოლუტურად არანაირი ექსტრატერიტორიული გავლენა არ აქვს და არანაირად არ მოქმედებს შეერთებულ შტატებზე. ევროპის ხალხი თავისუფალი და სუვერენულია და არ დაუშვებენ, რომ მათი ციფრული სივრცის მარეგულირებელი წესები სხვებმა დააწესონ“, – წერს ჟან-ნოელ ბარო.
ცნობისთვის, სახელმწიფო დეპარტამენტმა აშშ-ში შესვლა აუკრძალა ხუთ პირს, რომლებიც ამერიკულ ონლაინ პლატფორმებზე მასალების ცენზურას ახდენდნენ, ერთ-ერთი მათგანი ყოფილი ევროკომისარი ტიერი ბრეტონია.
0
0
ხაშურში ავარიას ახალგაზრდა ქალი ემსხვერპლა
24/12/2025