
საფრანგეთი აპირებს, დაეხმაროს სომხეთს საჰაერო თავდაცვის გაუმჯობესებაში სამი რადარის გაყიდვით და „მისტრალის“ საზენიტო-სარაკეტო სისტემების მომავალი მიწოდების შესახებ შეთანხმების გაფორმებით.
ამის შესახებ საფრანგეთის თავდაცვის მინისტრმა სებასტიან ლეკორნუმ განაცხადა - იუწყება Reuters.
”ცის დაცვა არის ის, რაც აბსოლუტურად საკვანძოა”, - თქვა ლეკორნუმ სომხეთის თავდაცვის მინისტრთან სურენ პაპიკიანთან ერთობლივ პრესკონფერენციაზე პარიზში.
მინისტრებმა ხელი მოაწერეს ხელშეკრულებას Thales-ის მიერ წარმოებული სამი GM 200 რადარების გაყიდვის შესახებ, რომელიც საფრანგეთმა ასევე გადასცა უკრაინას და ხელი მოაწერეს ურთიერთგაგების მემორანდუმს ფრანგული მოკლე დისტანციური საჰაერო თავდაცვის სისტემის Mistral-ის მიწოდების შესახებ.
საფრანგეთი ასევე დაეხმარება სომხეთს სახმელეთო თავდაცვის ძალების მომზადებაში და მხარს დაუჭერს ქვეყნის ძალისხმევას არმიის რეფორმებისა და მოდერნიზაციისთვის - განაცხადა ლეკორნმა.
0
0