08/06/2023
17:04
პოლიტიკა
საფრანგეთი აფასებს ყველა იმ რეფორმასა და შედეგს, რასაც საქართველომ ინტეგრაციის პროცესში მიაღწია, ყველა შეხვედრაზე ფრანგმა პარტნიორებმა აღგვითქვეს დახმარება, გვერდში დგომა, – ამის შესახებ საფრანგეთში საქართველოს ელჩმა, გოჩა ჯავახიშვილმა განაცხადა.
ჯავახიშვილმა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარისა და საპარლამენტო დელეგაციის საფრანგეთში ვიზიტი პოზიტიურად შეაფასა.
„ძალიან მნიშვნელოვანი შეხვედრებით დატვირთული ვიზიტია. საფრანგეთი ყოველთვის ძალიან დიდი ყურადღებით აკვირდებოდა საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესსა და იმ რეფორმებს, რასაც ქვეყანა ახორციელებს. პოზიციები, რომელსაც ვიზიტის ფარგლებში გვიზიარებენ, არის ძალიან პოზიტიურად შეცვლილი, ძალიან კარგი განწყობა აქვთ. ანუ, აფასებენ ყველა იმ რეფორმასა და იმ შედეგს, რასაც საქართველომ მიაღწია ინტეგრაციის პროცესში. ყველა შეხვედრაზე ფრანგმა პარტნიორებმა აღგვითქვეს დახმარება, გვერდში დგომა.
პირადად მე, ველოდები მხოლოდ პოზიტიურ ნაბიჯებსა და გადაწყვეტილებებს, როცა მნიშვნელოვანი ეტაპი დადგება, როცა 27-ვე სახელმწიფოს მთავრობებმა უნდა გასცენ რეკომენდაცია და შემდეგ ევროკომისიამ უნდა მიანიჭოს საქართველოს კანდიდატის სტატუსი.
ვიზიტის ფარგლებში თუ უშუალო პარტნიორებთან კონსულტაციების შედეგად, მაქვს მხოლოდ პოზიტიური განწყობა, რომ საფრანგეთიდან უნდა გვქონდეს კანდიდატის სტატუსის მისაღებად მხარდაჭერა“,- განაცხადა საფრანგეთში საქართველოს ელჩმა, გოჩა ჯავახიშვილმა.
0
0