
კინორეჟისორი გოგა ხაინდრავა აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ ოთარ ფარცხალაძისთვის სანქციის დაწესებას სოციალურ ქსელში ეხმიანება.
„პრეზიდენტ ბაიდენს ოჯახური კორუფციის ბრალდებით იმპიჩმენტი ემუქრება,
ექსპრეზიდენტ ტრამპს 45 წლით პატიმრობა!
სახელმწიფო მდივანი ბლინკენი რუს ოლიგარქ ფარცხალაძეს სანქციებს უწესებს!
საფლავში ჯ.ორუელი ტრიალებს, აშშ-ის სახელისუფლებო
აბსურდი.ვივა დემოკრატია!“, - წერს გოგა ხაინდრავა.
აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი 150-ზე მეტ კომპანიასა და პირს ასახელებს, რომელთაც ვაშინგტონი დამატებით სანქციებს დაუწესებს. საქართველოს კონტექსტში ნახსენებია ოთარ ფარცხალაძე, რომელიც მთავარი პროკურორის პოსტს 2 თვემდე იკავებდა და ეს თანამდებობა 10 წლის წინ დატოვა.
ცნობისთვის, აშშ რუსეთის მიერ უკრაინაში უკანონო ომის წარმოებასთან დაკავშირებით, 150-ზე მეტ ფიზიკურ და იურიდიულ პირს სანქციებს უწესებს. სანქცირებულ პირთა შორის არის საქართველოს ყოფილი მთავარი პროკურორი ოთარ ფარცხალაძე.
0
0