
საერთოდ არ ვღელავ [სანქციებს თუ დამიწესებენ] , - ამის შესახებ საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის მთავარი სამმართველოს უფროსის მოადგილე გოგა მემანიშვილმა სანქციებთან დაკავშირებით დასმული კითხვის საპასუხოდ განაცხადა.
მისივე თქმით, სამართალდამცველები დღესაც კანონის შესაბამისად იმოქმედებენ.
“საერთოდ არ ვღელავ. აქციის მსვლელობისას კანონის შესაბამისად ვიმოქმედებთ, როგორც აქამდე ვმოქმედებდით. დაკავებისას ადამიანმა წინააღმდეგობის გაწევის შემთხვევაში, შესაძლოა, მიიღოს დაზიანება, მიზანმიმართული ქმედებები არ ყოფილა”, - განაცხადა გოგა მემანიშვილმა.
შეგახსენებთ, ლიეტუვის, ლატვიის და ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრებმა, გაბრიელიუს ლანდბერგისმა, ბაიბა ბრაჟემ და მარგუს ცაჰკნამ გუშინ განაცხადეს, რომ ბალტიის სამი სახელმწიფო, ლიეტუვა, ლატვია და ესტონეთი, ერთობლივად შეთანხმდა ეროვნული სანქციები დაუწესოს მათ, "ვინც საქართველოში ლეგიტიმურ საპროტესტო აქციების ჩახშობაში მონაწილეობს".
დღეს, ლიეტუვისა და ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრებმა იმ ადამიანების სია გამოაქვეყნეს, რომლებიც ბალტიისპირებითის ქვეყნებში შესვლას ვერ შეძლებენ.
„უარი ეთქვათ ლიეტუვაში შესვლაზე ადამიანის უფლებების დარღვევაზე პასუხისმგებლობის გამო: ბიძინა ივანიშვილს, ვახტანგ გომელაურს, შალვა ბედოიძეს, იოსებ ჭელიძეს, ალექსანდრე დარახველიძეს, გიორგი ბუთხუზს, ზვიად ხარაზიშვილს, მილერი ლაგაზაურს, მირზა კეზევაძეს, ვაჟა სირაძესა და თეიმურაზ კუპატაძეს“, - განაცხადა ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრმა, გაბრიელიუს ლანდსბერგისმა.
0
0