საერთოდ არ მაინტერესებს, ვინ რა აქციას გეგმავს, ჩემთვის ყველაზე მნიშვნელოვანია საქმის კეთება - საქმე, საქმე და საქმე, მივხედოთ ქალაქს - კალაძე
01/11/2021
14:57
პოლიტიკა
A-
+A
საერთოდ არ მაინტერესებს, ვინ რა აქციას გეგმავს. ჩემთვის ყველაზე მნიშვნელოვანია საქმის კეთება - საქმე, საქმე და საქმე. მივხედოთ ქალაქს, - ამის შესახებ დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ ოპოზიციის მიერ 6 ნოემბერს დაანონსებულ აქციასთან დაკავშირებით ჟურნალისტებს განუცხადა.
როგორც კალაძემ აღნიშნა, ოპოზიციას აქციის ჩატარების უფლება აქვს, თუმცა კანონის ფარგლებში.
„ეს მათი უფლებაა, რომ აქციები ჩაატარონ, მთავარია ყველაფერი კანონის ფარგლებში იყოს. რაც შეეხება ჩემს დამოკიდებულებას, ჩემი დამოკიდებულება იქნება საქმის დაპირისპირება, დედაქალაქში კონკრეტული პროექტების განხორციელება, ასე ვაპირებ მომდევნო წლების განმავლობაში მუშაობის გაგრძელებას", - განაცხადა კალაძემ.
ცნობისთვის, ოპოზიციის ნაწილი 6 ნოემბერს აქციის გამართვას აპირებს. თავდაპირველად, აქცია “ნაციონალური მოძრაობის” ლიდერმა ნიკა მელიამ კვირას, 7 ნოემბერს დაანონსა, თუმცა შემდეგ პარტიამ გაავრცელა ინფორმაცია, რომ აქცია არა კვირას, არამედ შაბათს, 6 ნოემბერს გაიმართება.
0
0
354
სიახლეები
ყველა
ასევე გაძლევთ უნარი დაამატოთ ასე მარტივად ეწეროს ტექსტი და ასევე არ მაქვს
ზოგადი შეცდომის ტექსტი
ზოგადი შეცდომის ტექსტი
ზოგადი შეცდომის ტექსტი
მიდიხართ ოქტომბრის არჩევნებში ?
დიახ
25%
არა
75%