
ყველაფერს გავაკეთებთ, რათა მკაფიო გავხადოთ, რომ არჩევნები ორგანიზებულია და ჩატარდება გამჭვირვალე წესით, მოვამზადებთ განცხადებას, რომელიც სოციალურ მედიაში გამოქვეყნდება, – ამის შესახებ საერთაშორისო დამკვირვებელმა, Association ALTERFACT-ის წარმომადგენელმა, პატრიკ სტანისლავ იგნაშჩაკმა განაცხადა.
მისივე თქმით, საქართველოში წინასაარჩევნო გარემო პოლარიზებული იყო, რადგან პოლიტიკური სისტემაც პოლარიზებულია.
„ჩვენ ვგეგმავთ, რომ დავრჩეთ თბილისში, მათ შორის მიმდებარე სოფლებსა და ადგილებში. წინასაარჩევნო გარემო ძალიან პოლარიზებული იქნება, რადგან საქართველოს პოლიტიკური სისტემა პოლარიზებულია. მე არ ვარ ექსპერტი თქვენს პოლიტიკურ და პარტიულ სისტემაში. აქ ჩემი მოვალეობა მხოლოდ საარჩევნო პროცედურის დაკვირვებაა, როგორ ტარდება ეს ყველაფერი. ვიცი, რომ შეიძლება რთული იყოს იმ მიზეზების გამო, რომელიც ვახსენე, მაგრამ ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ, რათა მკაფიო გავხადოთ, რომ არჩევნები ორგანიზებულია და ჩატარდება გამჭვირვალე წესით. ჩვენ მოვამზადებთ განცხადებას არჩევნებთან დაკავშირებით. შედეგი გამოქვეყნდება სოციალურ მედიაში“, – განაცხადა პატრიკ სტანისლავ იგნაშჩაკმა.
0
0