
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებით, მომხდარი მიწისძვრის შედეგად ანკარაში საქართველოს საელჩოში და სტამბოლში გენერალურ საკონსულოში საქართველოს მოქალაქეების შესახებ, არანაირი შეტყობინება არ შესულა.
„ამ დროისთვის ანკარაში საქართველოს საელჩოში და სტამბოლში გენერალურ საკონსულოში საქართველოს მოქალაქეების შესახებ, არანაირი შეტყობინება არ შესულა. საელჩოც და გენერალური საკონსულოც მუდმივ კონტაქტზე რჩებიან თურქეთის შესაბამის უწყებებთან“, - აცხადებენ საქართველოს საგარეო უწყებაში.
შეგახსენებთ, 6 თებერვალს დილით თურქეთში ძლიერი მიწისძვრა მოხდა. თურქეთის შინაგან საქმეთა მინისტრის ინფორმაციით, ქვეყნის სამხრეთ-აღმოსავლეთ ნაწილში მომხდარი ძლიერი მიწისძვრის შედეგად, ათი ქალაქი დაზარალდა.
თურქეთის ვიცე-პრეზიდენტის, ფუათ ოქტაის ინფორმაციით, დღეს დილით თურქეთში მომხდარი ძლიერი მიწისძვრის შედეგად ქვეყნის ათ პროვინციაში 284 ადამიანი დაიღუპა და 2 323 დაშავდა.
ძლიერი მიწისძვრა დღეს, გამთენიისას მოხდა. აშშ-ის გეოლოგიური სამსახურის ცნობით, სტიქიის სიმძლავრე 7.8 მაგნიტუდას შეადგენდა. სტიქიას მსხვერპლი მოჰყვა სირიაშიც. დაღუპულია 237 ადამიანი, დაშავდა 600-ზე მეტი.
დანგრეულია საცხოვრებელი სახლები და სხვა შენობები.
0
0