
საეკლესიო კალენდარი: წმიდისა და ყოვლადქებულისა მოციქულისა თომასი (I); ღირსმოწამე მაკარი ქიოსელი (+1590); ხსენება მღვდელმოწამისა იოანე რუბინისა, პრესვიტერისა (+1937); ღირსი კინდეა სასწაულმოქმედი, კვიპროსელი.
ცნობისთვის, თბილისის სიონის საკათედრო ტაძარში, კანკელის მარჯვნივ, ნიშაში, განისვენებს ქრისტიანული სამყაროს ერთ-ერთი უდიდესი სიწმინდე - თომა მოციქულის თავის ქალა.
სულიწმიდის მოფენის შემდეგ, ქრისტეს თორმეტთაგან ერთ-ერთი მოციქული თომა ქადაგებდა სახარებას პალესტინაში, მესოპოტამიასა და სხვა ქვეყნებში. ქრისტეს აღდგომის პირველი კვირის შემდეგ, თომა მოციქულს დაკეტილ ოთახში გამოეცხადა იესო და მასთან ერთად ყველა მოციქულს აჩვენა ნალურსმნევი ხელებსა და ფეხებზე, ფერდში კი დიდი ჭრილობა. ამის შემდეგ წმიდა თომამ, თავისი ქადაგებით შემოიარა თითქმის მთელი დედამიწა. ბოლოს თომა მოციქული ქადაგებდა სახარებას ინდოეთში.
თომა მოციქული, მოწამებრივი ცხოვრებით, ინდოეთში აღესრულა.
0
0