
ჩემთვის საძაგელია ყველა, ვინც დაკავებულია ქართველი თუ უცხოელი პენსიონერების ძარცვით. მნიშვნელობა არ აქვს, კეზერაშვილი იქნება თუ ჩემი ნათესავი, - ამის შესახებ პარტია „მოქალაქეების“ ლიდერმა და ოპოზიციონერმა დეპუტატმა ალეკო ელისაშვილმა განაცხადა.
მისი თქმით, ყველა შეიკრა იმისთვის, რომ ევროპელი პენსიონერები გაატყაონ.
„მგონი, ამ ქვეყანაში მე და მამაჩემს არ გვაქვს ქოლცენტრები, თორემ ყველა პენსიონერებს ატყავებდა. საგამოძიებო კომისიის შექმნა მინდოდა იმის გასაგებად, მართლა რა ხდება, რა სურათი გვაქვს. როგორც ჩანს, „ნაცი“, „ქოცი“, პატარა და დიდი შეიკრა ყველა იმისთვის, რომ ევროპელი პენსიონერები გავატყავოთ.
ჩემთვის საძაგელია ყველა, ვინც არის დაკავებული ქართველი და უცხოელი პენსიონერების ძარცვით. აბსოლუტურად თანაბრად საძაგელი და მიუღებელია. მნიშვნელობა არ აქვს, კეზერაშვილი იქნება თუ ჩემი ნათესავი, იმასაც შევიძულებდი მთელი ცხოვრება. არ მჯერა, რომ ქალაქის ცენტრში დღისით, მზისით ქოლცენტრებია მოწყობილი და სუს-მა არაფერი იცოდა, ავლაბრის არალეგალური სტამბის მსგავსი იყო მოწყობილი?“ - აცხადებს ალეკო ელისაშვილი.
0
0