
„სადგურის მოედნის“ მიმდებარე ტერიტორიაზე, თევდორე მღვდლის #10-ში, სადაც 2 დღის წინ ერთ-ერთი საცხოვრებელი კორპუსის ნაწილი ჩამოინგრა, საგამოძიებო მოქმედებები დასრულებულია.
კორპუსიდან, 102 ადამიანი გაიყვანეს, რომლებიც დიდუბის რაიონის გამგეობამ დროებით 11 სხვადასხვა სასტუმროში განათავსა. მოსახლეობას კონკრეტული განრიგის მიხედვით შესაძლებლობა ექნება ავარიული შენობიდან საკუთარი ნივთები მეხანძრე-მაშველების მეთვალყურეობით გამოიტანონ.
შემთხვევის ადგილზე „თბილსერვის ჯგუფის“ მიერ დასუფთავებითი სამუშაოები ჩატარდა.
ცნობისთვის, 14 ივლისს, საღამოს „სადგურის მოედნის“ მიმდებარე ტერიტორიაზე საცხოვრებელი კორპუსის სახურავის ნაწილი ჩამოინგრა, შემთხვევას 2 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, ხოლო ერთი პირი სამედიცინო დაწესებულებაშია მოთავსებული.
ასევე, მომხდარიდან მალევე, საცხოვრებელი კორპუსის მცხოვრებთა გასახლებაც დაიწყო, რომლებიც ალტერნატიულ საცხოვრებლებში გადაიყვანეს.
0
0
18 ივლისს ელექტრომომარაგება შეიზღუდება
16/07/2025