
ანალიტიკოსი, ლადო სადღობელაშვილი, საქართველოს პარლამენტში მომხდარ ფიზიკურ დაპირისპირებას სოციალურ ქსელში ეხმიანება და დაპირისპირების დაწყების ამსახველ ფოტოს აქვეყნებს.
სადღობელაშვილის განცხადებით, „ გახარია საქართველოსთვის“ წევრმა, გიგა ფარულავამ, პროვოკაცია მოაწყო, რასაც შემდეგ დაპირისპირება მოჰყვა მასა და დეპუტატებს შორის. ანალიტიკოსის თქმით, „ არ შეშვენის ქართველ კაცს ასე დაცემა“.
„აი ამ მომენტიდან დაიწყო ფიზიკური დაპირისპირება! მანამდე სხდომა ჩვეულ მაღალ ტონალობაში მიმდინარეობდა…
ისმის კითხვა - ვინ არის მოძალადე? ლაშა ტალახაძე თუ ეს პროვოკატორი? რომელმა მიაყენა პატრიარქს შეურაცხყოფა ამ პირუტყვმა თუ ოცნების დეპუტატებმა? ვინ არ ითვალისწინებს საზოგადოებას ეს არარაობა თუ სამთავრობო გუნდი?
-იპროვოკატორა, წამოიწყო ხელჩართული ჩხუბი, გაილახა და ახლა წუწუნებს! არ შეშვენის ქართველ კაცს ასე დაცემა!“- წერს სადღობელაშვილი.
0
0