
"ენერგო-პრო ჯორჯიას" ინფორმაციით, კომპანიის შესაბამისი სამსახურები დასავლეთ საქართველოში საგანგებო რეჟიმში მუშაობას განაგრძობენ, საუბარია როგორც ადგილობრივ, ასევე მთელი ქვეყნიდან დასახმარებლად ჩასულ ბრიგადებზე.
ყველაზე რთული მდგომარეობაა გურიაში, ქობულეთში, ვანში, ხონში, მარტვილში და აბაშაში, სადაც სოფლების ნაწილს ელექტროენერგია შეზღუდვით მიეწოდება.
"სარეაბილიტაციო სამუშაოებს ხელს უშლის გადაადგილების პრობლემა - სადაც სპეციალური ტექნიკა მიღწევას ვერ ახერხებს, ელექტრიკოსებს ფეხით უწევთ მისვლა. არის ადგილები, სადაც ჯერჯერობით გადაადგილება ფეხითაც ვერ ხერხდება. დიდთოვლობის შედეგად გადატეხილი ხეები ელექტროგადამცემ ხაზებს დაეცა. სტიქიამ მწყობრიდან გამოიყვანა სხვა ენერგო ინფრასტრუქტურაც", - აღნიშნულია განცხადებაში.
0
0
გლდანში იუსტიციის სახლი გაიხსნა
29/09/2025