
სახელმწიფო გადატრიალება ფინანსდებოდა გარედან, ეს არ არის ახალი, ხალხი უკვე ყველაფერს ხედავს. საპატრიარქოზე, პატრიარქზე, სარწმუნოებაზე, ეკლესიაზე დარტყმა ხდებოდა გარედან დაფინანსებით. ეს მხოლოდ საქართველოში არ ხდება, - ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ, განაცხადა. როგორც მან აღნიშნა, ყველა ქვეყანაში, სადაც "გლობალური ომის პარტია" ვერ ახერხებს საკუთარი ინტერესის გატარებას, მაშინვე იწყება თავდასხმები, საზოგადოების ერთმანეთთან დაპირისპირება და სასამართლოზე ზეწოლა, რისი ნათელი მაგალითიც არის რუმინეთი. კალაძის თქმით, რუმინეთში, სასამართლოს პირდაპირ გააუქმებინეს საპრეზიდენტო არჩევნების შედეგები და ოპოზიციონერ კანდიდატს არ მისცეს არჩევნებში მონაწილეობის შესაძლებლობა, ამიტომ მიმდინარეობდა საქართველოშიც სასამართლოზე შეტევა. "ზოგადად, ყველა ქვეყანაში, სადაც "გლობალური ომის პარტია" ვერ ატარებს თავის ინტერესს, მაშინვე ხდება თავდასხმები, შეურაცხყოფები, საზოგადოების დაპირისპირება, სასამართლოზე ზეწოლა. ავიღოთ რუმინეთის მაგალითი: ჩვენ არაერთი განცხადება გაგვიკეთებია, თუ როგორ ცდილობდნენ საქართველოში სასამართლოზე ზეწოლას და სასამართლოს ხელში ჩაგდებას და რატომ სჭირდებოდათ ეს? რუმინეთი არის საუკეთესო მაგალითი - პირდაპირ საპრეზიდენტო არჩევნები გააუქმეს, სასამართლოს მიაღებინეს გადაწყვეტილება და საერთოდ გააუქმეს არჩევნების შედეგები. სასამართლოს მიაღებინეს გადაწყვეტილება და ოპოზიციის კანდიდატი საერთოდ მოხსნეს და არ მისცეს არჩევნებში მონაწილეობის მიღების შესაძლებლობა და მთავარ მიზეზად რა დაასახელეს, რომ ერთ-ერთ სოციალურ პლატფორმაზე მან უფრო მეტი თანხა დახარჯა, ვიდრე მეორემ. წარმოგიდგენიათ, რა აბსურდი ხდება ევროკავშირის ერთ-ერთ ქვეყანაში? ამიტომ ხდება სასამართლოზე ეს შეტევა, ამიტომ მიმდინარეობდა ზეწოლა საქართველოს მთავრობაზე, ხელისუფლებაზე, მეორე ფრონტთან დაკავშირებით სანქციები, საზოგადოების გახლეჩა, დაპირისპირება და ა.შ." - განაცხადა კახა კალაძემ.
0
0