
„ეს რა მაგარი ირემია, თან ეჟვნებიანი... სადაც „ნაც-მოძრაობას“ მიწოლა უნდა, მომენტალურად მზადაა, რა გაგიკეთებია ამ ქვეყნისთვის ისეთი, რომ თავს გვამადლი? გამოზამთრებული ფრინველივით რომ დაიბუდე ამ ქვეყანაში და ბიზნესს აწარმოებ, თან არავინ გიშლის ხელს და პირიქით, სარგებლობ ამ ქვეყნის ერთ-ერთი კარგი, ბიზნესშემწყობი კანონებით. არ გინდა რომ შეირგო? გაყინულ ბარკლებს მიხედე, ფადი, არ გაგილღვეს! - წერს ზურაბ ქადაგიძე.
ინფორმაციისთვის, ბიზნესმენი ფადი ასლი პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს ღია წერილით მიმართავს.
წერილში ბიზნესმენი მმართველ გუნდს მწვავედ აკრიტიკებს და საქართველოში არსებულ მძიმე კრიმინოგენურ, ეკონომიკურ და პოლიტიკურ მდგომარეობაზე საუბრობს.
მისი თქმით, საქართველო, რომელიც რამდენიმე წლის წინ მისაბაძი მაგალითი იყო, პოსტსაბჭოთა დროის ბუნდოვან და წარუმატებელ რესპუბლიკას ემსგავსება.
აგრეთვე, ფადი ასლი წერილში საქართველოს მესამე პრეზიდენტის პატიმრობასაც ეხმაურება. ბიზნესმენი ღარიბაშვილს მოუწოდებს, გამოაცხადონ საყოველთაო ამნისტია და ყველა პოლიტიკური პატიმარი გაათავისუფლონ.
0
0